მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 150 000-ს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას worldometers ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, ქვეყნის მასშტაბით, 23 მარტიდან დღემდე, 152 კომპანია დაჯარიმდა. -აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 847 ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადაც ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი ქვეყანაში 14 576-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში წყალტუბოს ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.
არაოფიციალური ცნობით, ჰიპერმარკეტების ქსელი "კარფური" და "გუდვილი" 15 -15 ათასი ლარით დააჯარიმეს.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, სკოლები 4 მაისიდან გაიხსნება. ასევე, აღდგება მცირე ბიზნეს საქმიანობაც . მისი თქმით, ადამიანებმა მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა ატარონ პირბადეები, რათა თავიდან აირიდონ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების საშიშროება.
თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 769-მდე გაიზარდა, აქედან 126 შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა.
ლენტეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. მოსახლეობას თერმოსკრინინგი სრულად ჩაუტარდა. პროცესის შედეგად რაიმე სახის საეჭვო სიმპტომების მქონე პირები არ გამოვლენილა.
ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო , - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ბულგარეთში, სადაც კორონავირუსის 800 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 38 გარდაიცვალა, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, დედაქალაქი სოფია გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა.
გამკაცრებული რეგულაციების შედეგად აიკრძალა ქალაქიდან გასვლა და შემოსვლა.