ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა

Image

ლიგა.ნეტ-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ყოფილ გუბერნატორს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

 

ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის ოფისის პრესსპიკერი, დარინა ჩიჟი.

აღნიშნულ საკითხს, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„ჩემთვის დიდი პატივია მივიღო შეთავაზება პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომ გავხდე უკრაინის პრემიერ- მინისტრის მოადგილე რეფორმები საკითხებში. მე ასევე მქონდა ძალიან ინფორმატიული და სასარგებლო საუბარი პრემიერ- მინისტრთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც მთავრობაში ჩემს შესაძლო მუშაობას ეხებოდა. პრეზიდენტის გუნდთან ერთად, მე მზად ვარ ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დღევანდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყველაზე ნაკლებ დანაკარგებით დაძლიოს და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. იმედი მაქვს, რომ გუნდის საიმედო წევრი ვიქნები და გამოვადგები უკრაინელ ხალხს, მათთვის სასარგებლო რამის გაკეთებით. ასევე ვიმედოვნებ, რომ გამოვიყენებ ჩემ საერთაშორისო გამოცდილებას, რომ ვიყო სამთავრობო გუნდის სარგებლის მომტანი წევრი, მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, რათა გაძლიერდეს უკრაინის პრესტიჟი და მისი ინტეგრაცია საერთაშორისო საზოგადოებაში, რათა პირველ რიგში დავიცვათ უკრაინელი ხალხის ინტერესები და წვლილი შეიტანოთ ქვეყანაში პროგრესირებაში“,-წერს სააკაშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !