
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. მედიის ინფორმაციით, დღევანდელ დღეს კაცობრიობა ბევრად ჯანსაღი პლანეტით ხვდება, ვიდრე გასულ წლებში.
„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევრის მკაცრ კანანტინში ცხოვრების შემდეგ, დედამიწა უფრო ჯანსაღი და სუფთა ხდება.
გასულ 5 წელთან შედარებით, მარტში ჰაერის დაბინძურება პარიზში 46%-ით, სიდნეიში 29%-ით, რომში 40%-ით, ლოს ანჟელესში 26%-ით, რიო დე ჟანეიროში 9%-ითაა შემცირებული.
შედარებით სუფთა ჰაერი დაფიქსირდა ჩინეთსა და ინდოეთში. გამოცემის ინფორმაციით, სამ აპრილს ინდოეთის პუნჯაბის რეგიონიდან 100 მილის მოშორებით მყოფი ჰიმალაის მთების მწვერვალები გამოჩნდა, რაც ათწლეულების მანძილზე არ მომხდარა.