
ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ, - ასე აფასებს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მარნეულში მიმდინარე აქციას.
როგორც კობახიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აქციას მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები მართავენ.
„ახლა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ამ სხდომას და ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, ამასობაში მარნეულში „ნაცმოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას. ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.