აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში დღეს კორონავირუსით დაინფიციების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატა. მიისვე ინფორმაციით, ახალი პაციენტის ე. წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაკავებულ პოლიციელს სოსო გაბრიაძეს, რომლის მიერ უმისამართო გასროლილ ტყვიასაც ქალი ემსხვერპლა, ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავის ადვოკატმა განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 408 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4779 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 561 პირი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას,რომლის თანახმადაც 8 სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მესტიაში, სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.
ა.წ. 17 აპრილს ბ-ნმა ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება.
მესტიის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია მოკლული.
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორნავირუსით 454 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო და 20 აპრილის მდგომარეობით 2 256 შეადგინა, რაც გასული ერთი თვის განმავლობაში, კონკრეტულად კი 10 მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.