
სომხეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 1473-მდე გაიზარდა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 633 პაციენტი, ხოლო დაღუპულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამის მანძილზე არ გაზრდილა და მთლიანობაში 24-ს შეადგენს.