მაია ცქიტიშვილი - ყველა გადაწყვეტილება მიიღება იმისათვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ჩვეულ ვითარებას

Image

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე გადადგმული ნაბიჯი უკიდურესი აუცილებლობითაა ნაკარნახევი, რათა ქვეყანამ ვირუსის გავრცელების შენელება შეძლოს.

 

მისი განცხადებით, დისკომფორტის გარკვეულწილად შესამცირებლად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სოფლებში დილით და საღამოს მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გასვლის უფლება ჰქონდეთ.

„ყველა გადაწყვეტილება მიიღება იმისთვის, რომ სწრაფად გამოვიდეთ ამ ვითარებიდან, სწრაფად ავამოქმედოთ ეკონომიკა და სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ ვითარებას. ამ დისკომფორტის გარკვეულწილად შესამცირებლად, გადავწყვიტეთ, რომ სოფლებში დილით და საღამოს მოქალაქეებს მივცეთ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გასვლის უფლება. ამასთან, საკოორდინაციო ადგილობრივი შტაბები უზრუნველყოფენ სასურსათო მაღაზიებში მარაგების კონტროლს და მოქალაქეებისთვის აუცილებელი დახმარების გაწევას, თუნდაც იმ სოციალური სასურსათო პაკეტების სახით, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 100 ათასამდე მოქალაქეს გადაეცა“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, არაორდინალური ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა ყველა გამოწვევაზე ოპერატიულად რეაგირებს.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არის პასუხი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, სოციალურ-ეკონომიკური გეგმა კი არის მთავრობის პასუხისმგებლობის სფერო, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და რაც ნაწილობრივად უკვე შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს. ამ მიმართულებით ოპოზიციის მოწოდება არ გვჭირდება. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, კომუნალური გადასახადების ნაწილში დაწესებული შეღავათებით, 1 200 000 ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა, ისევე როგორც 670 000 ოჯახმა ისარგებლა ბუნებრივი აირის გადასახადის ნაწილში. ამას გარდა, შეღავათები შეეხო ჩვენს მცირე ბიზნესს და ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი, მეორე ეტაპს კი შევთავაზებთ კვირის ბოლომდე. თუ ზედმიწევნით შევასრულებთ შეზღუდვებს და გავითვალისწინებთ მედიკოსების რეკომენდაციებს, შევძლებთ მალე გავხსნათ ეკონომიკა და ამით მნიშვნელოვნად შევამციროთ ზიანი”, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა, რომლის განცხადებასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !