ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ ფაქტზე, რასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული

ვაჟა-ფშაველაზე გუშინ გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა. შუახნის ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა რა დროსაც ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

>>>

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 40 000 აჭარბებს

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 40 000 აჭარბებს. ინფორმაციას CNN ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულია 40 585 ადამიანი.

>>>

ესპანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 410 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში, კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 410 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული მაჩვენებელი შაბათის მონაცემზე თითქმის 150-ით ნაკლებია. საერთო ჯამში, ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 20 639 ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 1 528 ადამიანი დაინფიცირდა.

>>>

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 291-მდე გაიზარდა

სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 291-ს მიაღწია. ამასთან, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

>>>

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკა

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

>>>

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 433 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 433 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში დღე-ღამის მანძილზე დაინფიცირების 3 047 შემთხვევა დაფიქსირდა.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5 094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547 პირი.

>>>

თბილისში შუა ხნის ქალი, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე შუა ხნის ქალი სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.

>>>

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ვაქცინის წარმოებას მომავალი კვირიდან დაიწყებენ

დიდი ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები მომავალი კვირიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას დაიწყებენ, რომლის კლინიკური ტესტირებაც ჯერ არ ჩატარებულა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს. 

>>>

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარია.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?