შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, საგანგებო მდგომარეობის წესებთან და დროებით ნებართვებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად „112“-ზე არ დარეკონ

Image

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან და დროებით ნებართვებთან დაკავშირებით „112“-ზე არ დარეკონ.

 

როგორც „აფხაზეთის ხმას“ უწყებიდან აცნობეს, ბოლო დღეების განმავლობაში „112“-ში შესული ზარების უმეტესობა არამიზნობრივი ხასიათის იყო და მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, ვერ ახერხებენ „112"-თან დაკავშირებას.

„მოქალაქეები ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს „112“-ს უკავშირდებიან, ასევე, საინფორმაციო სახის და ე. წ. დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია „112“-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები. 21 აპრილს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 16 908 ზარი შემოვიდა. შემოსული ზარების 65 % იყო არამიზნობრივი ხასიათის. დღეს, 22 აპრილს, 12:00 საათის მონაცემებით, სულ შემოვიდა 4 966 ზარი. შემოსული ზარების 63 %, ასევე, არის არამიზნობრივი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ „112“-ზე არ დარეკონ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს. მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ „112“-თან დაკავშირებას. გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და საგანგებო სამსახურების გამოძახება, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?