ცოტა ხნის წინ დასრულდა სპეცოპერაცია თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ ბიძინა ივანიშვილის ახალშექმნილ ორგანიზაცია "მოქალაქეს" კორუფციისა და ნეპოტიზმის თემებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის სხდომაზე ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი პრესკონფერენციის დეტალებს გაუსვა ხაზი. ვაშაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის დღევანდელი მთავრობა უუნარობით გამოირჩევა.
საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, სოჭში, დასახლებაში „მირნი“, რომელიც ოლიმპიურ პარკს ესაზღვრება, კანალიზაციის მწყობრიდან გამოსვლამ ფეკალური მასის გადინება გამოიწვია.
რუსმა ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში მეჩირაღდნეებს კინაღამ „Фекалоносцы“ უწოდა.
სოჭში თბილისიდან პირდაპირი ავიარეისი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ შედგა. თვითმფრინავის ბორტზე ოლიმპიადის ქართული დელეგაციის წევრები იყვნენ.
გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ საკნიდან ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის თემაზე გამოძიების დაწყება უფრო სწორი იქნებოდა, ვიდრე არდაწყებაა.
შსს–ში ჩატარებული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით 2014 წლის 1 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავა შსს– სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მე–7 სამმართველოს უფროსი მინდია არაბული.
საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ არ ჰგონია, სოჭში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღონ, თუმცა, პირობას დებს, რომ რეაქცია ადეკვატური იქნება.