-
2014-02-17 14:43
მე–20 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ტვ „ინკოგნიტოს“ თანამშრომელი, 19 წლის თაკო ყურშავიშვილი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.
გოგონას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. წინასწარი ვერსიით, თაკო ყურშავიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ერთერთი ვერსიით კი – იარაღი შემთხვევით გაუვარდა.
შსს–ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. თაკო ყურშავიშვილის სახლში ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.