„ევრაზიის ფონდმა“ ნანა კაკაბაძე 12 წლის წინანდელ ფინანსურ მაქინაციებში ამხილა

Image

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის მიერ 2002-2004 წლებში ევრაზიის ფონდიდან მიღებული გრანტის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 12 წლის წინ ნანა კაკაბაძემ იზოლატორების მონიტორინგისთვის ევრაზიის ფონდიდან სოლიდური გრანტი მიიღო, სამუშაო კი სრულყოფილად არ შეასრულა.

ევრაზიის ფონდის მაშინდელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი აცხადებს, რომ კაკაბაძემ ინვოისები გააყალბა, რის გამოც ფონდმა პროექტი შეაჩერა და კაკაბაძის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შეწყვიტა:

 

„პროექტში აღმოვაჩინე არამიზნობრივი ხარჯვა, რის გამოც 2004 წლის დასაწყისში მოგვიწია ამ პროექტის შეჩერება. ჩემთვის კაკაბაძის პასუხი მაშინ დამაჯერებელი არ იყო“, – აცხადებს ხუციშვილი ევრაზიის ფონდის ყოფილი დირექტორი კაკაბაძის მიერ თინა ხიდაშელისა და სოზარ სუბარის მოტყუების შესახებაც საუბრობს, რომლებიც პროგრამაში მონიტორების მისიით ფორმალურად მონაწილეობდნენ:

 

„ხიდაშელი და სუბარი მითითებული იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პროექტში საერთოდ არ მონაწილეობდნენ და მათ ამის თაობაზე არც კი იცოდნენ,“- აცხადებს ქეთი ხუციშვილი.

 

„მსგავსი არაფერი ყოფილა, პროექტი არც ერთხელ არ ყოფილა შეჩერებული, ყველა პროექტი იყო დასრულებული. პროექტების შეჩერება არ არის დამოკიდებული ვიღაცის ნება-სურვილზე“, – აცხადებს ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე.

გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიის ბოლოს აქვეყნებს თბილისის ფორუმზე კაკაბაძის თაღლითობის შესახებ გავრცელებულ პოსტს: „რატომ აქვს ერს სკლეროზი, ნეტა?! ეს ქალი ცოტა ხნის წინა ევრაზიის ფონდმა არ ამხილა ფულების მოტეხაში? თინა ხიდაშელსა და სხვა „ენჯეოშნიკებს“ ვითომ ხელფასს რომ უხდიდა და სინამდვილეში თვითნ იდებდა ფულს ჯიბეში…“, – აღნიშნულია სტატიაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !