-
2014-02-17 12:55
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის ფაქტს ეხმაურება.
უგულავას განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სირცხვილია:
„ეს არის მართლმსაჯულების სირცხვილი. ამას მართლმსაჯულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის შურისძიება.
ივანიშვილი შურს იძიებს მერაბიშვილზე. როდესაც მერაბიშვილს ასამართლებენ რაღაც ბინის რემონტზე, ეს არის ქვეყნის, მთავრობის და პირადად ივანიშვილის სირცხვილი.
ასეთი უზნეობა პირადად ივანიშვილს და მის ხელდასხმულ მარიონეტულ მთავრობას ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.