
„საქართველო და მსოფლიო“ ავრეცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ ხუბუტიას კვალდაკვალ მისმა მეგობრებმაც 50 ათასი დოლარი გადარიცხეს 19 წლის ნანიკო ხაჩიურის სახელზე გახსნილ ანგარიშზე.
ლაშა ხურცილავა სპეციალურად „საქართველო და მსოფლიოსთვის“ წერს:
„გახარებული ვარ კაცი: ისეთი სასიამოვნო ამბავს წავაწყდი ამ წუთას!!!
ბატონი მიხეილ ხუბუტიას ორმა მეგობარმა, ეროვნებით აფხაზმა და სომეხმა გადაურიცხეს კიდევ 50 000-ათასი დოლარი ჩვენს ქართველ გოგონას ნანიკო ხაჩიურს რომელსაც სასწრაფოდ ესჭიროება ოპერაცია!!!“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ნანიკო ხაჩიურის დასახმარებლად 50 ათსი დოლარი პირადად მიხეილ ხუბუტიამ გაიღო.
19 წლის ნანიკო ხაჩიურს ლეიკემიის უმძიმესი ფორმა აღმოაჩნდა და თურქეთში მისი ოპერაცია 150.000 დოლარი ჯდება.