-
2014-02-17 17:00
საჩხერეში 2012 წლის ნოემბერში გახსნილი საავადმყოფო, რომელიც მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებოდა, უფასო აღარ იქნება, – ამის შესახებ სააგენტო „აქცენტი“ იუწყება.
აქამდე ბიძინა ივანიშვილის დაარსებულ საავადმყოფოს თავად მილირდერი აფინანსებდა, მისივე დახმარებით მოხდა საავადმყოფოს რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.
„აქცენტს“ საავადმყოფოში უთხრეს, რომ პაციენტთა მომსახურების ხარჯებს სადაზღვევო კომპანია „ქართუ“ იხდიდა, მომსახურების ვადები შეწყდა და დაზღვევაც გაუქმდა.
„ქართუში“ აცხადებენ, რომ დაზღვევა კი არ გააუქმეს, არამედ ის სახელმწიფო პროგრამამ ჩაანაცვლა, რომელიც საყოველთაო დაზღვევას გულისხმობს.