
მამაკაცი დაჭრეს ვარკეთილში. რამდენიმე დაპირისპირებულ მხარეს შორის შელაპარაკება 35 წლამდე ასაკის მამაკაცის დაჭრით დასრულდა.
დაზარალებულს ჭრილობები გულმკერდის, სახის და მარცხენა ხელის მტევნის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
მომხდარის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.