
ნატალია პოკლონსკაია, რომელსაც ყირიმის უმაღლესმა რადამ პროკურორის მოვალეობის შესრულება დააკისრა, განაცხადა, რომ კიევში მაიდანთან ახლოს ცხოვრობდა და რეზინის საბურავების კვამლმა ყელი გამოუწვა.
პოკლონსკაია ირწმუნება, რომ აქციის მონაწილეებს რძეს აძლევდნენ, რათა სხეულიდან ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები გამოედევნათ.
2011 წელს ნატალია პოკლონსკაია ყირიმის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატის საქმის პროკურორი იყო.
მოგვიანებით პოკლონსკაია სიმფეროპოლის ბუნებისდაცვის პროკურორად დაინიშნა.
სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებში“ ყირიმის ქერა პროკურორი სხვადასხვა ადგილებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.