"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. დამტკიცებულ პროექტში განსაზღვრულია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირების, თვითმმართველ თემში - გამგებლის, ხოლო თვითმმართველ ქალაქში - მერის პირდაპირი არჩევის წესი. მათ ოთხი წლის ვადით და 50%-იანი საარჩევნო ბარიერით აირჩევენ.
საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი უკრაინელ სპორტსმენებს დისკვალიფიკაციით ემუქრება.
უბედური შემთხვევა მოხდა სვანეთში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ტურისტი დაიღუპა.
უკრაინაში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები მყიდველებს საშუალებას აძლევენ ამოიცნონ თუ რა პროდუქტია შესული რუსეთის ფედერაციიდან და ამის შემდეგ გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მისი შეძენა.
ყირიმის ნახევარკუნძულზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ამ დროისათვის ნახევარკუნძულზე რუსეთის ფედერაციის 30 ათასი ჯარისკაცი იმყოფება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რუსეთის ფედერაციის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ეხმაურება. პრეზიდენტი მსგავს ქმედებას პროვოკაციად აფასებს:
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის განცხადებით რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.
უკრაინული მედია რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მეოთხე პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მოსკოვის ერთერთ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის საბადოს გაფიცული მუშები, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ადმინსიტრაციასთან მსვლელობით მივიდნენ და მათ თან „ქართული ოცნების“ დროშები ჰქონდათ.