
ყირიმი თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა - უმაღლესმა საბჭომ ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.
უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელზეც პრესა კვლავ არ დაუშვეს, დეპუტატებმა მიიღეს დეკლარაცია ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის დამოუკიდებლობის შესახებ. როგორც ყირიმის უმაღლესი რადას პრეს-სამსახური იტყობინება, ამ გადაწყვეტილებას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.