
კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე „ქართლი.ჯი“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი წასვლის შემდეგ რეგიონში უღირსმა ხალხმა მოიყარა თავი და ამიტომ, დაბრუნება გადაწყვიტა.
„6 თვის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ მე მართალი ვიყავი…მინდა ჩავერთო საარჩევნო კამპანიაში და როგორც ეს 1 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა, ,,ქართულმა ოცნებამ” რაიონში ღირსეული გამარჯვება მოიპოვოს. არ ვაპირებ კენჭისყრას…
არჩევნებზე უნდა გაიმარჯვოს განათლებულმა და პროფესიონალმა ხალხმა. რაიონიდან ჩემი წასვლის შემდეგ თაღლითი და ნაძირალა ხალხი შეგროვდა…“, – აცხადებს ყოფილი გამგებელი.