ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს.
ნიკა მელია არის კრიმინალი, პოლიციამ დღეს დილით, მაღალპროფესიონალური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათი სცენარი, რომელიც იყო დესტაბილიზაციის, დაპირისპირების და ძალადობის სცენარი, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის სცენარი, დასრულდა აბსოლუტური ფიასკოთი, ამას არ აქვს მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ოპოზიციის აქცია იგეგმება, სამართალდამცავების მობილიზება ხდება. აქცია 15:00 საათისთვისაა დაგეგმილი.
შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განვითარებულ მოვლენებსა და ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.
,,ვინც პარლამენტის ტრიბუნიდან, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ზიზღის ენას აფრქვევდა, საქართველოს თავისუფლებას საფრთხეს ვერ შეუქმნის, იქნება მუდმივი პროტესტი''. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
აშშ-ის საელჩო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
23 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. აღნიშნულის შესახებ მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცადა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია რამდენიმე საათის წინ დააკავეს. მისი აყვანის სპეცოპერაცია შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დილიდან დაიწყო.