-
2021-03-05 15:00
ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია ბუნებრივი, ნატურალური საშუალებებით თავის მოვლის მომხრეა და "ინსტაგრამ გამომწერებს“ ხშირად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას.
თიკას სახის კანის მოვლასთან დაკავშირებით საკუთარი, განსხავებული პოზიცია აქვს და ინექციურ მეთოდებ, მასაჟებს ამჯობინებს, ხოლო ქიმიურ საშუალებებს სახლში მომზადებული ნატურალური პროდუქტებით ანაცვლებს.
ამჯერად მან საკუთარ გამომწერებს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული სახის ნიღაბი გაუზიარა.
"სახლურ ნიღაბს გიზიარებთ; კვერცხის ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი. წავისვათ სახესა და ყელის ზონაზე, დავაფინოთ ერთი ფენა ხელსახოცი, შემდეგ ისევ წავისვათ
ცილა მეორე ფენად და კვლავ დავიფაროთ მეორე ფენა ხელსახოცი. რომ შეშრება, თაბაშირივით ძვრება. არის სასიამოვნოც, ეფექტურიც წვრილი ნაოჭებისთვის. ჩამოიხსენით ნიღაბი, დაიტენიანეთ სახე და წავედით. ბედნიერი დღე, ჩემო კარგებო", - წერს თიკა.