ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული, რომელიც თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტო Geomodels-ის წარმომადგენელია, საერთაშორისო ბრენდის, David Koma-ს ახალი კოლექციის სახე გახდა.
4 მარტს მოდელი "კომას" ახალი, 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ონლაინჩვენების პოდიუმზე გამოვიდა.
როგორც ბრენდის მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლში ჩანს, ეთო მონაწილეობს კოლექციის პრეანონსშიც.
David Koma-ს ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე ხელმძღვანელობს და ბრენდის სამოსს უცხოელი ვარსკვლავები ხშირად ირგებენ ხოლმე.