
"ჯინი და ჯორჯია“ Netflix-ის ახალი, თინეიჯერული სერიალია, რომელმაც უსწრაფესად მოხსნა ყველა რეკორდი მთელი უქმეების განმავლობაში, „ჯინი და ჯორჯია“ მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული სერიალი იყო.
სერიალის გამოსვლიდან მხოლოდ ერთი კვირაა გასული ,თუმცა უკვე ძალიან პოპულარულია.. თუ სერიალი ჯერ კიდევ არ გინახავთ ჩაუსხედით, მოიმარჯვეთ პოპ-კორნი და უყურეთ.
სერიალის სიუჟეტი მარტოხელა, ახალგაზრდა დედისა და მისი თინეიჯერი შვილის გარშემო ვითარდება.
სხვა მხრივ კი, „ჯინი და ჯორჯია“ უფრო მეტად სერიოზული და საინტერესო სერიალია. ეს სერიალი სითბოსა და სიმშვიდეს ვერ მოგიტანთ.
სერიალი გვიყვება 15 წლის გოგონას, ჯინის შესახებ, რომელიც გაიჩენს ახალ მეგობარს და დაიწყებს სექსუალურ ცხოვრებას, უშვებს ბევრ შეცდომას, ცდილობს გაერკვეს საკუთარ თავში. ერთი შეხედვით ჯინი მეგობრული თინეიჯერია, რომლის მიზანიც საკუთარი თავის დამკვიდრებაა და თვითშეფასების ამაღლებაა. სხვა მოზარდების მსგავსად, ისიც ხშირადაა გამოუვალ და გაურკვეველ სიტუაციებში, ამიტომ ცდილობს ყველაფერი სხვას დააბრალოს საკუთარ შეცდომებზე სწავლის ნაცვლად. ბრაზი სხვებზე, ხშირ შემთხვევაში კი, დედაზე გადააქვს.