-
2021-03-05 14:42
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი, პროფესიიდან გამომდინარე, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, აქტიურად ვარჯიშობს და "ინსტაგრამ გამომწერებსაც" ხშირად ანებივრებს სხვადასხვა ყოველდღიური რჩევით.
ამჯერად ქეთიმ საკუთარი ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამომწერებს ასწავლის თუ როგორ უნდა ჩადგნენ ფორმაში ვარჯიშისა და სწორი კვების მეშვეობით.
"ეს ვარჯიშები ოჯახის წევრებთან შეგიძლიათ გააკეთოთ!
ყველა მოძრაობას ვიმეორებთ 15-15-ჯერ.
უკეთესი შედეგისთვის გირჩევთ 2 ან 3 წრეს✅ კვირაში 3-4 დღე იდეალურია ამ ვარჯიშებისთვის.
თუ თქვენი მთავარი მიზანია გახდომა, ვარჯიშთან ერთად აკონტროლეთ კალორიები... დაგუგლეთ, თქვენი წონის და ასაკის შესაბამისად შეგიძლიათ
გამოითვალოთ, ან მეორე ხერხი - 7:00-ის მერე არ ჭამოთ.
აბა, თქვენ იცით", - წერს ქეთი სოციალურ ქსელში.