-
2021-03-05 15:28
პაპარაცებმა ბევერლი ჰილსში სავახშმოდ მიმავალი ვარსკვლავები დააფიქსირეს. ასეთი პაპარაცული ფოტოები ხსშირია,თუმცა ამ კონკრეტული ვარსკვლავების ერთად გამოჩენა გულშემატკივრებს ძალიან გაუხარდათ.

ანჯელინა ჯოლი და „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი, ელენ პომპეო შვილებთან ერთად სავახშმოდ მიმავალი დააფიქსირეს. ანჯელინასა და ელენის დამეგობრობის მიზეზი სავარაუდოდ, მათი თინეიჯერი შვილები არიან.

ანჯელინას ქალიშვილი, 12 წლის ვივიენი და ელენის გოგონა, 11 წლის სტელა ერთად დიდ დროს ატარებენ. როგორც აღმოჩნდა, ანჯელინა ჯოლი და ელენ პომპეო მეზობლები არიან.
