
არავინ იცის, ლეგენდაა თუ სინამდვილე - ოფიციალური განმარტება არ არსებობს, მაგრამ ეს თქმულება პირველ ქართულ ანტისნაიპერულ შაშხანასთან ერთად დაიბადა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა რუსეთ-საქართველოს ომი ახალი დასრულებული იყო და საქართველო იარებს იშუშებდა, ამის პარალელურად კი სამხედრო იარაღის წარმოებას მიჰყო ხელი.
შესაძლოა, ამ თქმულების არსებობას ისიც უწყობს ხელს, რომ აბრევიატურის ოფიციალური გაშიფვრა ან უცნობია, ან ამის შესახებ ძალიან ვიწრო წრეში იციან.
მაშ, ასე: 2009 წელს ერთმა კირკიტა ტიპმა ძალიან მოინდომა და შექმნა ანტისნაიპერული შაშხანა. მერე კიდევ იკირკიტა და მიაღწია, რომ თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეთვალყურეობით, ეს შაშხანა პოლიგონზე გამოეცადათ.
ჩვენმა სამხედროებმა და სნაიპერებმა შაშხანა შეათვალიერეს, ხელში შეატრიალ–შემოატრიალეს და გაოგნდნენ: შაშხანა ტოლს არ უდებდა "ბარეტს", რუსულ შაშხანებთან კი შედარებაც არ შეიძლებოდა! ურჩევენ მინისტრს, კი არ ურჩევენ, პირდაპირ მოითხოვენ მისგან – ჩაუშვან იარაღი წარმოებაში! ხუმრობა საქმე ხომ არაა – პოლიგონზე წარმოდგენილი იარაღი სრულყოფას თითქმის არ საჭიროებს...
მინისტრმა მოუსმინა სნაიპერებს და გადაწყვიტა, იარაღი წარმოებაში მიეღო. მიუახლოვდა ჩვენს კულიბინს (ასე უწოდებენ თვითნასწავლ ოსტატებს, რომლებიც დიდ წარმატებას აღწევენ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელებაში, მანქანებისა და მექანიზმების შექმნა–გაუმჯობესება–გადაკეთებაში. უკავშირდება რუსი მექანიკოსის ივან კულიბინის სახელს), შეაქო და ჰკითხა: "რა დავარქვათ იარაღს?" ახალგამომცხვარი კონსტრუქტორი ამბობს: "მე ამ იარაღს უკვე ПДШП დავარქვი".
ბაჩო, ცოტა არ იყოს, დაიბნა – არათუ რუსულად, რაღაც საბჭოთა დასახელებასავით ჟღერდა ეს აბრევიატურა, მაგრამ რას იზამდა – ავტორის ნებას ვერ გადახვალ... ბოლოს მაინც უთხრა: "კარგი, მაგრამ აგვიხსენი, როგორ გავშიფროთ ეს აბრევიატურა, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ..."
„კულიბინმა“ გაიღიმა და უპასუხა: "ეს ძალიან მარტივად იშიფრება: ПДШП, ანუ - Путинис Дедас Ше**ци Пирши!"
ანტისნაიპერული შაშხანა წარმოებაში მიიღეს...
geoarmy.ge-ს ფოტოები.