„არეულობა უნდა დავაწყნაროთ, დაპირისპირებული მხარეები უნდა შევათანხმოთ“ -გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება. მისი თქმით, დაძაბულობა უნდა განიმუხტოს.

>>>

„ნიკა მელია ვაჟკაცია და ის გირაოს არ გადაიხდის“. - ანზორ მელია

ანზორ მელიამ , რომელიც ოპოზიციის აქციაზე იმყოფება, განაცხადა, რომ ნიკა მელია ვაჟკაცია და ის გირაოს არ გადაიხდის. 

>>>

"როდესაც გირაოს გადახდაზეა საუბარი და ადამიანი არ იხდის, როგორ შეიძლება დავარქვათ ამას პოლიტიკური პატიმარი? - ვიქტორ სანიკიძე

"როდესაც გირაოს გადახდაზეა საუბარი და ადამიანი არ იხდის, როგორ შეიძლება დავარქვათ ამას პოლიტიკური პატიმარი? მაგალითად, კონგრესმენის დაკავებასთან მიმართებაში, იმ ადამიანს რომ ჰქონოდა გირაო შეფარდებული, აუცილებლად გადაიხდიდა, გარეთ იქნებოდა და არ გადაიტანდა ამას სხვა იმაზე..." — განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ სანიკიძემ.

>>>

ანზორ მელია აქციას შეუერთდა

პარლამენტთან ოპოზიციის აქციას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა - ანზორ მელია შეუერთდა. მისი თქმით, აქციის უცნობი მონაწილეები მიდიოდნენ და მადლობას უხდიდნენ, რომ ასეთი შვილი გაზარდა.

>>>

როდის იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც მან აღნიშნა, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

>>>

“ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და განუწყვეტელი აქციებით“ - ლევან იოსელიანი

"მოქალაქეების" ერთ-ერთი  ლიდერი , ვიცე-სპიკერი  ლევან იოსელიანი- “ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და განუწყვეტელი აქციებით“

>>>

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, "ქართული ოცნების" დროულმა რეაგირებამ,  ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და მოქალაქეების პასუხისმგებლობამ შესაძლებლობა მისცათ კორონავირუსს გამკლავებოდნენ. მისივე განცხადებით, მთავრობამ ეს როგორც პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს მოახერხა.

>>>

სანქციები, რა თქმა უნდა, პირდაპირ გეუბნებით, არის სრული ბოდვა - ალუდა ღუდუშაური

"ქართული ოცნების" წევრის, ალუდა ღუდუშაურის აზრით, საერთაშორისო სანქციებზე საუბარი სრული ბოდვაა. მისივე განცხადებით, თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ სურს და მისი მიზანი თვითგვემაში ყოფნა და ციხეში მემუარების წერაა, ეს მისი არჩევანია.

>>>

„მსვლელობა თავისუფლებისთვის“ (ფოტოკოლაჟი)

გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ . „მსვლელობა თავისუფლებისთვის „ ასე უწოდებენი ისინი თავიანთ საპროტესტო მარშს.

>>>

ხატია დეკანოიძემ მოსახლეობას მომდევნო აქციების გეგმა გააცნო

პარლამენტის წინ, ოპოზიციის აქციაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ, მოსახლეობას მომდევნო აქციების გეგმა გააცნო. როგორც ცნობილი გახდა, ოპოზიცია მარტის თვეში რამდენიმე აქციას, მათ შორის კანცელარიის პიკეტს და პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?