მესმის, ღიზიანდება მოსახლეობა, როცა ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ პირბადე კარგა ხანს დაგვჭირდება, კიდევ წელი-წელიწადნახევარი, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „მაესტროსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ პირდაპირი მოქმედების მედიკამენტის გამოშვებას ზაფხულისკენ ელოდება.
განბაჟების გადავადების გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ იქნა მიღებული.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, კიდევ ერთი კონსულტაციის შემდეგ, რომელიც კვირის ბოლომდე უნდა გაიმართოს, ცნობილი გახდება, როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას.
იმ პაუზის შემდეგ, რაც კოვიდ 19-მა გამოიწვია საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს.
ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია „სირცხვილის კორიდორების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განცხადება გააკეთა, ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობაზე. მისი თქმით, დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს.
დღეს, 25 თებერვალს, ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით დაღუპულთა რაოდენობა 20%-ით არის შემცირებული. მათივე ცნობით, გასული კვირის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა.
48 მილიონის მომპარავი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, ეს ქმნის პრობლემას, - ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან სანქციების თაობაზე გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას.