მიკროავტობუსებში კონდიცირებას მობილური ჯგუფები გააკონტროლებენ

Image

მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემის ამოქმედებასთან არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს” მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები ჰქონდა.

 

 

როგორც “თბილისის მიკროავტობუსის” გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განაცხადა, კომპანია კონდიცირების სისტემას ყველა მიკროავტობუსში საკუთარი სახსრებით არემონტებს, ამიტომ მისი გაფუჭების შემთხვევაში მძღოლებს პრობლემა არ შეექმნებათ.

 

მისივე თქმით, სანქციები მძღოლებს გასულ ზაფხულსაც დაუწესდათ, თუმცა მან შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ ქალაქში იმოძრავებს მობილური ჯგუფები, რომლებიც მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემის მუშაობას დააკვირდებიან და იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენენ დარღვევას, მძღოლების მიმართ გამკაცრებული სანქციები ადგილზევე გატარდება.

 

„ამ დღეებში შევხვდით ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს, განვიხილეთ მიმდინარე პრობლემები. კონდიცირების თემა აქტუალური პრობლემაა და ამ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ გავატარებდით დამატებით ღონისძიებებს იმის საკონტროლოდ როგორ ირთვება ან არ ირთვება კონდიციონერები მიკროავტობუსში.

 

პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში, რომ როდესაც კონდიციონერი მუშაობს მანქანაში, ის დამატებით საწვავს ხარჯავს. რაც შეეხება მათ გამართულობას, 90%-ზე მეტი გამართულია.  ასევე, მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ არსებობს ცხელი ხაზი და დარეკონ 2 200 340 თუკი იქნება შემთხვევა, როცა მძღოლი არ ჩართავს კონდიციონერს”,- განაცხადა ასანიძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !