მკვლელობაში ბრალდებულმა მსხვერპლს ორჯერ ესროლა, იარაღი კი ავტოფარეხის სახურავზე შეაგდო

კანდელაკის ქუჩაზე პირველ ივლისს, ღამით მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მას ბექა ჰქვია, ნაქირავები მანქანით გადაადგილდებოდა და მსხვერპლს გადაჭრილი სანადირო თოფიდან, ე.წ. აბრეზიდან თავში ორჯერ ესროლა.

>>>

კანდელაკის ქუჩაზე სროლის დროს დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

31 წლის მამაკაცი, რომელსაც თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან უცნობმა პირებმა ესროლეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევის შესახებ "რუსთავი-2"-ის ვებგვერდზე, "კურიერის" ჟურნალისტზე დაყრდნობით გამოქვეყნდა ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ცხაკაიას გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

>>>

ტბაში ჩაძირული ტროლეიბუსი და მოცურავე, რომელმაც ოცჯერ ჩაყვინთა და ოცი ადამიანი იხსნა

საბჭოთა პრესაში ინფორმაციამ გაჟონა, მაგრამ მხოლოდ იმის შესახებ, როგორ გადაარჩინა ცნობილმა მოცურავემ შავარშ კარაპეტიანმა ერევნის ტბაში გადავარდნილ ტროლეიბუსში ჩარჩენილი ოცი ადამიანი. ერთი სიტყვაც არ თქმულა იმის შესახებ, რომ ტროლეიბუსში მყოფი კიდევ დაახლოებით 80 ადამიანი დაიღუპა. 

>>>

დონის როსტოვში წყალდიდობაა, ქალაქი შველას ითხოვს, არის მსხვერპლი

ამ წუთებში რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში წყალდიდობაა და ქარიშხალი მძვინვარებს - ქალაქს სტიქია დაატყდა თავს, გამორთულია ელექტროენერგია ქალაქის ნაწილში, დადასტურდა ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის ფაქტი, მოწმდება კიდევ რამდენიმე ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ.

>>>

თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ტერაქტში რუსეთის მოქალაქის მონაწილეობას ადასტურებს

თურქეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში რუსეთის ფედერაციის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ "როიტერი" თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. 

>>>

Fubiz-მა ამ შენობას „ახალი აბსტრაქტული კულტურული კომპლექსი“ უწოდა

პოპ-კულტურის, კრეატიული ხელოვნებისა და დიზაინის წამყვანმა ფრანგულმა საერთაშორისო მედია-საშუალება Fubiz-მა თბილისში არსებულ საგამოფენო და მუსიკის დარბაზს „ახალი აბსტრაქტული კულტურული კომპლექსი“ უწოდა. 

>>>

სტამბოლის ტერაქტის კვალი რუსეთის მოქალაქეებთან, ეთნიკურ ჩეჩნებთან მიდის - თურქული მედია

რამდენიმე წამყვანი თურქული მედიასაშუალება წერს, რომ სტამბოლოს ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის კვალს ჩეჩნური დაჯგუფების წევრებთან მივყავართ, სახელდება რამდენიმე გვარი, მათ შორის, ახმედ ჩატაევის, რომელიც საქართველოში იხდიდა სასჯელს და ციხიდან პროკურატურის მოთხოვნით გათავისუფლდა. 

>>>

,,კავკასიის ტურიზმის საერთაშორისო ცენტრმა" აჭარასა და გურიაში უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ტურიზმის საერთაშორისო ცენტრმა“ ქობულეთში, საერთაშორისო სემინარი გამართა. სემინარი მდგრადი სოფლის ტურიზმის განვითარებასა და გარემოზე ნეგატიური თუ პოზიტიური ზემოქმედების ფაქტორებს ეხებოდა.

>>>

ლევან მურუსიძე: "ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ მოლაშვილი დამნაშავე იყო გაფლანგვა-მითვისებაში"

"ახლაც დარწმუნებული ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში, რომ სულხან მოლაშვილი თანხების მითვისება-გაფლანგვაში იყო დამნაშავე, - ამის შესახებ მოსამართლეობის კანდიდატმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ 2015 წლის დეკემბერში განაცხადა, როცა ჯერაც მოსამართლეობის კანდიდატი იყო.

>>>

ზურაბ ჯაფარიძე GFK-ს კვლევის შედეგებს არ ეთანხმება

ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" დამფუძნებელსა და ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს "რუსთავი-2"-ზე გამოქვეყნებულმა GFK-ს ახალმა კვლევამ რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმული რეპლიკა გაახსენა, სადაც ის "მათგან წასულთა საოცრად დაბალ პროცენტზე" საუბრობდა. აქედან და თვითონ ამ ორგანიზაციის მიერ უკრაინაში ჩატარებული ადრინდელი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შედეგები მოდელირებულია. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?