
ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს ზუგდიდში. მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე ცეცხლი სახლს გაუჩნდა, რომელიც 50 წლის მამაკაცს ეკუთვნოდა.
სახლის პატრონმა ოთარ ი-იამ ძლიერი დამწვრობა მიიღო, ის ზუგდიდის მრავალპროფილურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს,–ინფორმაციას ,,სამეგრელოს მედია ორგანიზაცია" ავრცელებს. ხანძარი ლოკალიზებულია, მისი გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.
წყარო smo.ge