ანაკლიაში ირანელი ტურისტი დაიღუპა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. თავდაპირველად ტურისტმა გონება დაკარგა, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.
რა გახდა ტურისტის გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. მომხდარს უკვე სწავლობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.