,,შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა განაცხადეს ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დემოკრატიის გაუარესების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ,,საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ამ თვალსაზრისით ევროპარლამენტთან ურთიერთობა უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამითაა მნიშვნელოვანი", -განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.შეგახსენებთ, რომ ევროპარლამეტარები თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომის ფარგლებში იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადბას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ნფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბლისის მერის გიგი უგულავას დასაკითხად იძულებითი ზომები იქნება მიღებული.
"თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. გამოძიება მიმართავს საქალაქოსა სამართლოს, რათა, გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულები თწარდგენის შესახებ. პირის იძულებით მოყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ემუხლით." - ნათქვამია განცხადებაში.
ბენედიქტე მეთექვსმეტემ რომის პაპის რანგში უკანასკნელი საჯარო მესა გამართა. წმინდა პეტრეს ტაძარში ღვთისმსახურება დიდი მონანიების დღესასწაულის აღსანიშნად ჩატარდა. ბენედიქტე მეთექვსმეტემ კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის გადაწყვეტილებაზე და განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მან კათოლიკური ეკლესიის სასარგებლოდ მიიღო.
მან ასევე სასულიერო წრეებში არსებულ უთანხმოებასა და პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კათოლიკური ეკლესიის სახე თავად სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებისა და განხეთქილების შედეგად დაზარალდა.
გადადგომის შესახებ რომის პაპმა ორშაბათს განაცხადა. მსგავსი შემთხვევა კათოლიკური სამყაროს ისტორიაში მეორედ ხდება. ბენედიქტე მეთექვსმეტეს შემცვლელს მარტის ბოლომდე აირჩევენ.
თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ოდესიდან დონეცკში მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა, შემდეგ კი ცეცხლი მოედო.
შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა. სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილზე უკვე დასრულებულია. ამოღებულია თვითმფრინავის "შავი ყუთი".
წინასწარი ვერსიით, შემთხვევის მიზეზი თვითმფრინავის ძრავთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. ამ დროისთვის მუშაობა დონეცკის საერთაშორისო აეროპორტში დროებით შეწყვეტილია.
"ან 24-ის" ტიპის თვითმფრინავის ბორტზე ავიაკატასტროფისას სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრები ფეხბურთის გულშემატკივრები იყვნენ და უკრაინის "შახტარისა" და დორტმუნდის "ბორუსიის" თამაშზე დასასწრებად მიდიოდნენ.
ფეხბურთელებმა ინციდენტისას დაღუპულებს პატივი თამაშამდე წუთიერი დუმილით მიაგეს.