-
2013-08-01 18:15
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან და მის მიერ შეწყალებულ თენგიზ გუნავასთან შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გუნავა ისევ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორია.
მიხეილ სააკაშვილმა უსამართლობა უწოდა თენგიზ გუნავას დაკავების ფაქტს და აღნიშნა, რომ პარლამენტის იმ წევრების მხრიდან კრიტიკას ვერ მიიღებს, ვინც უამრავი პედოფილი და ნარკობარიგა ციხიდან გაუშვა:
„ამ ადამიანის გარეთ გაშვებას საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ეს არის საფრთხის შემცველი. ეს ის პარლამენტია, რომელმაც გამოუშვა უამრავი პედოფილი და დღე არ გავა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი. ეს ის პარლამენტია, რომელმაც გამოუშვა უამრავი ნარკობარიგა და სხვა დამნაშავე.
თენგიზ გუნავას გამოშვება ციხიდან არამარტო სამართლებრივად სწორია, არამედ სამართლიანია, რადგან მისი დაკავება იყო დიდი უსამართლობა.
ამიტომაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ თენგიზ გუნავამ გააგრძელოს საქმიანობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.