ხვალ, დილის ათ საათზე მოსამართლე ბაჩანა ახალაიასა და სხვა ბრალდებულების განაჩენს გამოაცხადებს.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, როცა სასამართლო პროცესზე გამოცხადდა, რომ განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე, ზურაბ შამათავა და სხვა პირები თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში არიან ბრალდებული, თუმცა იმ პირებიდან, რომლებიც პასუხისმგებლობაში იყვნენ მიცემული სხვა ბრალდებულებთან ერთად, ორი მოსამართლემ გაათავისუფლა.
განაჩენი ხვალ, 1 აგვისტოს, 10:00 საათზე გახდება ცნობილი.