-
2013-08-01 12:56
„საქსტატი“ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ივნისში 1. 766 დანაშაული აღირიცხა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 521 ერთეულით მეტია.
სტატისტიკის მიხედვით, 368 დანაშაული განსაკუთრებით მძიმე, 357 მძიმე და 1.041 - ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა. გასული წლის ივნისში კი 173 განსაკუთრებით მძიმე, 368 მძიმე და 703 ნაკლებად მძიმე დანაშაული იყო აღრიცხული.
აღრიცხულთაგან ყველაზე მეტი - 712 სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკებთანაა დაკავშირებული, მეორე ადგილზე კერძო საკუთრების ხელყოფაა - 320 საქმე. ამასთან, შარშანდელ ივნისში აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მხრივ პირველ ადგილზე იყო საკუთრების ხელყოფის გამო აღძრული საქმეები, ნარკოტიკებთან დაკავშირებული კი - მეორე ადგილზე.
ყველაზე მეტი - 615 ს.ს. საქმე თბილისში აღიძრა, მეორე ადგილზე კახეთის რეგიონია, სადაც 158 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.