
პოეტ იზა ორჯონიკიძის შვილიშვილისა და ოპოზიციის მხარდამჭერის მაია ორჯონიკიძის ვაჟი ცოტნე მამულაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
სასამართლომ მამულაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებვული წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ცოტნე მამულაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.
ცოტნე მამულაშვილი 2013 წლის 14 თებერვალს დააკავეს. მხატვარს ბრალად ლომბარდის დაყაჩაღება ედება.