ზურაბ ჯაფარიძე: ეკონომიკის ვარდნა თუ გაგრძელდა, გამოსავალი ძნელი საპოვნი იქნება

Image

საქართველოს პარლამენტის წევრი, უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ეხმაურება და პრემიერმინისტრს ია წერილით მიმართავს.

 

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძე ვრცლად განმარტავს, რატომ და რა კუთხითაა საგანგაშო ეკონომიკის ზრდის ნაცვლად, მისი ვარდნა.

 

,,მინუსში წასვლა, ზოგადად, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკის მაჩვენებელი, ნაცვლად იმისა, რომ გაიზარდოს, პირიქით იკლებს. ანუ აქამდე ჩვენ თუ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდა, ახლა უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკა მცირდება ნაცვლად იმისა, რომ გაიზარდოს. ეს არის შემაშფოთებელი სიახლე, იმიტომ რომ მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა საქართველოში, მხოლოდ 2008 წლის ომისა და მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ისიც ძალიან სწრაფად გამოვასწორეთ.

 

მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკაში, იმის მაგივრად, რომ იქმნებოდეს ახალი სამუშაო ადგილები, პირიქით, რა სამუშაო ადგილებიც არსებობს, ძალიან სწრაფი ტემპით ქრება. საბოლოო ჯამში, ყველაზე ცუდი არის ის, რომ ჩვენ ამით შევდივართ ერთგვარ ნეგატიურ სპირალში, რაც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკის კლებასთან ერთად შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, რისი დამადასტურებელი ინფორმაციაც უკვე არის გამოქვეყნებული ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე;

 

ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში, უფრო გაუარესდება ჩვენი ქვეყნის მაკრო-ეკონომიკური პარამეტრები, მოგვიწევს ვალის აღება, ჩვენი საბიუჯეტო დეფიციტი გაიზრდება დ ა.შ. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოზიციები გაუარესდება და ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში შემოვა სულ უფრო და უფრო ნაკლები ინვესტიცია", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე "ნიუპოსტთან" საუბარში.

 

საპარლამენტო უმცირესობის ერთერთი წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერისის მონაწილე, რომელიც დავით ბაქრაძის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა, აცხადებს, რომ მთავრობის მიერ მოფიქრებული "ახალი არგუმენტები" გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებლისთვის რაიმე ფორმით ახსნის მოსაძებნად და იმ ქვეყნების მოტანა მაგალითებად, სადაც ეკონომიკის მაჩვენებლის მუდმივი კლებაა, ამაო შრომაა:

 

"... თავიდან იყო სუბარი იმაზე, რომ საერთოდ არავითარი პრობლემა არ არსებობდა ეკონომიკაში და ამ ყველაფერს "ნაციონალური მოძრაობა" იგონებდა, მერე მოუწიათ ამის აღიარება, მაგრამ აბრალებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" რაღაც ძველ პოლიტიკას, რომ ვითომ ბიზნესი გამოწურულიაო, წინასწარ არის რაღაც გადახდები გაკეთებული და ამის გამო ბიზნესი ვეღარ ფუნქციონირებსო, მერე თქვეს, რომ ბიზნესი, ზოგადად, საქართველოში ზარმაციაო და ა.შ.

 

გამუდმებით, ყოველი თვის ბოლოს, როდესაც ქვეყნდება ახალი სტატისტიკა, მათ უწევთ რაღაც ახალი არგუმენტების მოფიქრება, რათა არ თქვან, რომ ქვეყანა სინამდვილეში ჩავარდნილია ასეთ ცუდ მდგომარეობაში. მსოფლიოში 200-ზე მეტი სახელმწიფოა და რომელიმე ქვეყანაში მუდმივად ხან კლებაა და ხან ზრდა, თუ ავარჩევთ ისეთ სახელმწიფოებს, სადაც კლება არის და იმათ შევედრებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადღაც რაღაც არის გაუარესებული და არ უნდა გაგვკვირვებოდა, რომ ჩვენთანაც გაუარესდა მდგომარეობა, ეს არის ძალიან სასაცილო არგუმენტი. მდგომარეობა გაუარესებულია იმიტომ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული, ერთის მხრივ, პოლიტიკა: საით უნდა წაიყვანოს ზოგადად ქვეყანა და, მათ შორის, როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა, არც ეს იციან.

 

მეორე არის ურთიერთგამომრიცხავი და უპასუხისმგებლო განცხადებები, ასევე საკანონმდებლო ინიციატივები მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის სერიოზული არასტაბილურობის განცდას ქვეყანაში და სწორედ სტაბილურობის განცდა არის ის, რაც აკლია დღეს ქართულ ეკონომიკას, საქართველოში დღეს ბიზნესები ერიდებიან კაპიტალის ინვესტირებას, სწორედ იმის გამო, რომ მათ წარმოდგენა არა აქვთ საქართველში რა ტიპის ეკონომიკური გარემო იქნება. აი, ეს არის მთავარი პრობლემა", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !