ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ თანამდებობა
დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში
განაცხადეს ,რომ ნათია მოგელაძემ გადაწყვეტილება
საკუთარი სურვილით მიიღო და თანამდებობა პირადი
განცხადების საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2012 წლის 4 იანვარს

შეიქმნა. შექმნის დღიდან მას ნათია მოგელაძე
ხელმძღვანელობდა.

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი 13 მაისს გახდება ცნობილი

კოალიცია "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატზე
11 ან 12 მაისს იმსჯლებეს, კანდიდატის ვინაობა კი,
სავარაუდოდ, 13 მაისს გახდება ცნობილი. ამის შესახებ
განცხადება საქართველოს საგარეო საქემთა მინისტრმა,
მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. როგორც ფანჯიკიძემ
განმარტა, "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე
ერთი კანდიდატი ეყოლება.
"ეს იქნება ძალიან ღირსეული კანდიდატი, რომელიც
დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდ მოწონებას
დაიმსახურებს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, განცხადება, რომ კოალიციის პრეზიდენტობის
კანდიდატი მომავალი კვირის ორშაბათს გახდება ცნობილი,
პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გააკეთა.
ამასთან, პარტიის პოლიტსაბჭო შეკრებას დღესაც გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, სხდომა კოალიციის ოფისში 12:00
საათისთვის დაიწყება.

ქართული არმია 22 წლისთავს აღნიშნავს

შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ყველა სამხედრო ბაზაზე საზეიმო მოწყობა გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პროფესიული დღესასწაული პირად შემადგენლობას თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე პირადად მიულოცა. "გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 22-ე წლისთავს. ამ წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად ღირსეულად ემსახურებით საქართველოს. სამშობლო, ღირსება, ერთგულება - ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზია, მიმართა ალასანიამ ჯარისკაცებს. დღესვე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ბაზაზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედროებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თავდაცვის მინისტრმა, გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და მისმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ

იუსტიციის მინისტრი მოსამართლეებს მოუწოდებს, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატურები წარადგინონ

თეა წულუკიანი მოსამართლეებს მოუწოდებს, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატურები წარადგინონ და საარჩევნო კამპანია დაიწყონ. როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, მოსამართლეებს აქვთ კარგი შესაძლებლობა ერთი მხრივ მათი პროფესიული ცხოვრების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან, ხოლო მეორე მხრივ - ხელი შეუწყონ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას, რომელიც თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. თეა წულუკიანის თქმით, იმ ფონზე, რომ პრეზიდენტმა ისუტიციის საბჭოს მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსლების შეჩერებას და მათი ახალი წესის არჩევის კანონპროექტს ვეტო დაადო, ხოლო პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევა პროცესს გაახანგრძლივებს, მოსამართლეებს შეეძლებათ ეს დრო გონივრულად გამოიყენონ და თავისი კანდიდატურების კამპანიაზე იზრუნონ

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოსათვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუცვლელია

საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სამი რეგიონული კონფლიქტის მოგვარება, მათ გარეშე შეუძლბელია.ივანიშვილის თქმით, რეგიონში ჯერ კიდევ არსებობს კონფლიქტების საშიშროება და ჯერჯერობით სამხრეთ კავკასია არ არის მშვიდობის ზონა. ამის შესახებ ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის ორგანიზებით მიმდინარე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და აღნიშნა, რომ ეს გზა ქართველი ერისთის შეუცვლელია. ივანიშვილის თქმით, ევროპა და ნატო ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ აირჩია, ამიტომ ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს ამ არჩევანის შეცვლას.ივანიშვილის თქმით, ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღონ. პრემიერმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნატოს მხარდაჭერაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ 2008 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო.ივანიშვილის თქმით, 2008 წელს განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა. მისივე თქმით, ეთნკური წმენდა მოხდა აფხაზეთშიც. პრემიერის განცხადებით, მიუხედავად ამისა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკაში ახალი კომპონენტი შეიტანა და რუსეთთან ურთიერთობების განახლება გადაწყვიტა.ამ კუთხით ივანიშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთთან ურთიერთობაში მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, ეს არ ნიშნავს რომ ჟენევის მოლაპარაკებები საჭირო აღარ არის.

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გადახედვა ხდება

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გადახედვა ხდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ნიუ იორკში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და აღნიშნულის ერთ-ერთ მაგალითად ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობასთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაასახელა. "ბათუმში შევქმენით ძალიან მაგარი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელსაც წელს სტუდენტები უნდა მიეღო. იდეა იყო, რომ კავკასიაში ის ყველაზე ლამაზი და ყველაზე თანამედროვე შენობა უნდა ყოფილიყო. ეს იყო საქართველოს მომავლის განვითარების სიმბოლო, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომ ამ გრანდიოზული შენობიდან უნივერსიტეტს გამოასახლებენ და შიგნით ჩაასახლებენ ბათუმის არაფრისმაქნის მერიას. ეს დაახლოებით ისეთია, ნიუ იორკის თავისუფლების კოშკში მანჰეტენის გამგეობა რომ შეასახლონ. ეს არის ერთი მაგალითი იმისა, როგორ ხდება გადახედვა მთავარი პროგრესის, რაც არის მიღწეული საქართელოში", - აღნიშნა სააკაშვილმა

იმერლიშვილი: პარლამენტმა შესაძლოა არ დაძლიოს ვეტო ნაფიცმსაჯულების კანონპროექტზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი ამბობს, რომ პარლამენტმა შესაძლოა არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო ნაფიცმსაჯულების კანონპროექტზე.იმერლიშვილის თქმით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომ გაიმართება მსჯელობა და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს პროცედურულ საკითხებსაც, მისი თქმით, შესაძლოა სამი ვარიანტი: პირველ შემთხვევაში პრეზიდენტის შენიშვნება პარლამენტმა გაითვალისწინოს და ვეტო არ დასძლიოს. შესაბამისად კანონი ამოქმედდება პრეზიდენტის შენიშვნებით; მეორე შემთხვევაში პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინოს და ვეტო დასძლიოს; და ბოლოს არც პრეზიდენტის შენიშვნები გაითვალისწინოს და არც ვეტო დასძლიოს. შესაბამისად ძალაში დარჩება ის კანონი რომელიც ამჟამად მოქმედებს. რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს, იმერლიშვილის თქმით, უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვენოვანია სასამართლო რეფორმა ამიტომ ამ ვეტოს დასძლევს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატებთან შეხვედრები გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატებთან შეხვედრები გრძელდება.

ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ კანდიდატს ვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ერთსულოვნად მხარს უჭერს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პრეზიდენტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ პრეზიდენტმა წერილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას გაუგზავნა.სადაც ნათქვამია რომ იგი ვახტანგ ყოლბაიას აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნას არასწორად მიიჩნევს

ბიძინა ივანიშვილი ქართულ-უკრაინულ ბიზნესფორუმს დაესწრო

სასტუმრო "თბილის მარიოტში" საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმ უკრაინის ეკონომიკური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების გარდა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის პირველი პირები ესწრებიან. 50 მდე უკრაინული კომპანია ესწრება ბიზნეს ფორუმს. ისინი წარმოადგენენ საბანკო, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სფეროებს.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

,,აუცილებლად გვექნება სუფთა კონკურენტუნარიანი და დამოუკიდებელი გარემო . ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაბედავს ჩაერიოს კერძო საკუთრებაში. ჩინოვნიკების დანიშნულება იქნება მხოლოდ ხელი შეუწყოს ბიზნესმენებს და ნებისმიერ ბიზნესს მაქსიმალურად. პორობები იქნება არანაკლები იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც თქვენ კარგად იცით, ვიდრე არის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოში ბიზნესგარემო იქნება ისეთივე თავისუფალი, როგორიც არის ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

"ჩემი ინიციატივით იქნება სამი ფონდი, რომელიც ჩადგება ბიზნესის სამსახურში და საინტერესოს გახდის ჩვენ ბაზარს. ყველაზე საინტერესო იქნება თანაინვესტირების ფონდი, რომელსაც ბაჩიაშვილი კურირებს" , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში კომპლექსური გადასახადი არის 16% და ამ მხრივ ქვეყანა არის მეოთხე ადგილზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერი ბიზნესმენებს ყველა პრობლემის მოგვარებას თავად დაჰპირდა და განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება აუცილებლად გაიოლდება.

"ევროპის განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს ბაზარი არის ცარიელი და შესავსები, ბიზნესის წარმოება იქნება გაცილები იოლი, ვიდრე არის ევროპასა და ამერიკაში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა

მიხეილ სააკაშვილი პრემიერს ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის საკითხის გადახედვისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერისტეტში მერიის "შესახლების" შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს.შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის "ფეისბუკის" ოფიაციალურ გვერდზე გავრცელდა."2012 წელს ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დასრულდა. საქართველოს მთავრობამ ამ პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჩადო და ამერიკის მთავრობის პროგრამით, დამატებით, 50-დან 100 მილიონ დოლარამდე უნდა მიგვეღო ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემოსაყვანად. ამ უნივერსიტეტისთვის შენობა ქართველმა არქიტექტორმა დააპროექტა და ქართველმა მშენებლებმა ააშენეს. ეს იქნებოდა საქართველოს ნამდვილი სიამაყე - უნივერსიტეტი, რომელიც კავკასიაში ყველაზე მაღალ შენობაში დაიდებდა ბინას, ჩვენს ქვეყანას მოუმზადებდა თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტებს. მსგავსი მსოფლიო დონის სასწავლო დაწესებულება საქართველოში პირველი იქნებოდა და იქ ქართველი სტუდენტების უმეტესობა სწავლას უფასოდ შეძლებდა. ეს ასე იყო ჩაფიქრებული. ამ დღეებში საქართველოს ახალი მთავრობის კატასტროფული გადაწყვეტილების შესახებ შევიტყე - აღარ განათავსონ ქვეყნის ყველაზე გრანდიოზულ შენობაში უნივერსიტეტი და მის ნაცვლად იქ შეასახლონ ბათუმის მერია. ბათუმში მერიას უკვე ჰქონდა დიდი და კომფორტული შენობა, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს ყველა ნორმალური ქვეყნის მერია იოცნებებდა თავის ქალაქში მსგავსი უნივერსიტეტის გახსნაზე, რადგან ის მოიტანდა განვითარებას და ხელს შეუწყობდა ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობას. და რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს მერიის იქ გადასვლამ? - საერთოდ არაფერი! თუ მთავრობას განათლების ახალი კერის გაჩენა ასე მხოლოდ იმიტომ აღიზიანებს, რომ ის ჩემს სახელს უკავშირდება, ამ შენობის გაყიდვა შეეძლოთ და ბათუმის ბარაკების მცხოვრებთათვის ბინების მიცემა (ამ პროგრამის განხორციელება ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული და მისი

მრავალგზის შესწორების საფუძველზე, საბოლოოდ, საერთოდ ამოაგდეს). სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება დამანგრეველი და არაცივილიზებულია და მიმართულია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თალიბებისგან უფრო იქნებოდა მოსალოდნელი, ვიდრე 21-ე საუკუნის ევროპული ქვეყნის მთავრობისგან. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს გადახედოს ამ გადაწყვეტილებას!" - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში

 

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !