
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ინტერპოლის წითელი ცირკულარით არ იძებნებოდა, ის სასაზღვრო პოლიციამ გააჩერა, როცა ნიციდან ტირანაში აპირებდა გამგზავრებას.
"კეზერაშვილი სასაზღვრო პოლიციამ თავდაპირველად პასპორტის შემოწმების მიზნით გააჩერა", - წერს ,,ფრანს პრესი“ პოლიციის წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი მარსელის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია ოქს-ინის საპყრობილეშია მოთავსებული. ის ნიცადან გამგზავრებას ალბანეთში აპირებდა.
სააგენტოს ინფორმაციით, კეზერაშვილს უკვე მიუსაჯეს 40-დღიანი პატიმრობა და სწორედ ამ ხნის განმავლობაში უნდა მოახერხოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საფრანგეთში გადაგზავნოს დოკუმენტები კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით, რის შემდეგავ ფრანგული მხარე მათ განიხილავს და ექსტრადიციის მიზანშეწონილობაზეც იმსჯელებს.