-
2013-10-20 11:33
პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ დიცსა და დვანში მდებარე მავთულხლაღთები, იქ გავლებული საზღვარი მის გულზეც გადის.
ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზუგდიდში გამართულ, დასკვნით წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება:
პრეზიდენტობის კანდიდატმა საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
"მინდა, გითხრათ, რომ გულზე გადის ის საზღვარი, რომელიც გადის დიცში, დვანში, თითოეული თქვენგანის გულზე გადის ის მავთულხლართები. მე დავინახე ხელისუფლების უსუსურობა. ხელისუფლებაში არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამას ხელს შეუშლიდა. გპირდებით, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ქვეყანა მავთულხლართებისგან, უცხო ჯარისგან გათავისუფლდება და ჩვენ ყველასთან ნორმალური ურთიერთობა გვექნება", - თქვა ზუგდიდში ბურჯანაძემ.