ამ ეტაპზე პელე საქართველოში არ ჩამოვა. ტურნირი, რომელიც მას თბილისში უნდა გაეხსნა, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ედსონ არანტეს დუ ნასიმენტოს თბილიში 26 ოქტომბერს ელოდებოდნენ. სწორედ ამ დროს უნდა გახსნილიყო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, არგენტინის, ურუგვაისა და ბრაზილიის 21 წლამდე ასაკის ნაკრები გუნდები.
ტურნირის ინიციატორია "არგენტინული სახლი", სადაც აცხადებენ, რომ პელეს თანხმობა თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამ დრომდე ძალაშია.
ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ტურნირი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის 150 და ქართული ფეხბურთის 115 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი.