
ქართველი მსახიობი მაკა შალიკაშვილი უკრაინაში, ფილმის გადაღების დროს, დათვმა დატორა.
შემთხვევა კიევში, იმ ფილმის გადაღებისას მოხდა, სადაც მსახიობი ერთერთ მთავარ როლს ასრულებს. მსახიობის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის ამჟამად სახლშია, ქვედა კიდურებზე სისხლჩაქცევები აღენიშნება და მაღალი ტემპერატურა აქვს. ”ახლა ექიმები არიან ჩემთან სახლში. არ ვიცი რა მჭირს, ძალიან ცუდად ვარ”, - განაცხადა მსახიობმა მომხდარიდან ცოტა ხანში. ბოლო მონაცემებით, მაკა შალიკაშვილის საერთო მდგომარეობა ექიმების ვიზიტის შემდეგ გაუმჯობესდა.