თბილისში 17 ოქტომბრიდან დაკარგულ 22 წლის გოგონას ეძებენ

Image

გუშინ, ღამის ოთხ საათზე, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დედამ, ლალი ცინცაძემ გაავრცელა ინფორმაცია რომ მისი 22 წლის შვილი ნინო გვასალია დაიკარგა.

როგორც ლალი ცინცაძე აღნიშნავს, მისი შვილი 17 ოქტომბერს, დღის პირველ საათზე სახლიდან გავიდა, თუმცა ამ დრომდე არ გამოჩენილა. 

ცინცაძე დახმარებას ითხოვს: „მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, მიშველეთ, დამეხმარეთ, გააზიარეთ, გაავრცელეთ, მაპოვნინეთ ჩემი შვილი!!!! გუშინ, 17 ოქტომბერს, დღის პირველ საათზე გავიდა სახლიდან მარტო და ამ დრომდე არ ვიცით სად არის, - ნინო გვასალია, 22 წლის... თუ სადმე შეხვდებით ან უკვე ნახეთ, გთხოვთ სასწრაფოდ დამირეკოთ 599858858 ან 577463634 ნინოს აცვია მუქი ლურჯი, ბაიკის კაპიუშონკა და ყავისფერი ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელი. 

აქვს მხრებამდე შეჭრილი მუქი ფერის თმა... წითელი ნაჭრის ცარიელი ზურგჩანთით.... პირველი საათის მერე არაფერი ვიცით, ტელეფონი არ წაუღია, საერთოდ არაფერი წაუღია, მხოლოდ რაც ზედ აცვია“, - წერს ლალი ცინცაძე "ფეისბუქზე".

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ლალი ცინცაძემ აღნიშნა, ოჯახმა ღამით განაცხადა სამართალდამცავ ორგანოში მისი შვილის დაკარგვის შესახებ, თუმცა სამართალდამცავები ძებნის დასაწყებად სამუშაო დღის დაწყებას, 10:00 საათს ელოდნენ:

„გუშინ დილის პირველ საათზე გავიდა, პრემიერის და ჟურნალისტების შეხვედრას ვუყურებდი, რომ ვკითხე სად მიდიხარ მეთქი, რეესტრშიო მიპასუხა, აღარ მიკითხავს რატომ მიდიოდა და გავაგრძელე ყურება.

სამი დღე ცუდ ხასიათზე იყო, გუშინ კი ადგა და ისე გავიდა არაფერი არ წაუღია. განვაცხადეთ, ოფიციალური ძებნა გამოვაცხადეთ, თუმცა ათ საათს ელოდებიან. 

სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, მეოთხე კურსზეა, რეესტრში არაფერს მეუბნებიან, ოფიციალური ძებნა რომ გამოცხადდეს, დაკარგვიდან 12 სათი უნდა იყოს გასული, გავიდა უკვე 12 საათი“, - აღნიშნავს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ლალი ცინცაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ მსგავსი განცხადება უწყებაში შესულია. სამართალდამცავებს აღნიშნული ინფორმაცია გადაცემული აქვთ და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !