იმ ტაძარმა, სადაც სნაიპერის მიერ მოკლული 26 წლის ეთნიკური ბელორუსის მიხეილ ჟიზნევსკის ცხედარი იყო დასვენებული, გამოსამშვიდობებლად შესვლის მსურველები ვერ დაიტია, ევრომაიდანზე კი „სახალხო არმიის“ წევრის ცხედრის ჩამოტარებას 80.000 ადამიანი ელოდებოდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა პავლე ლებედევმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები არ ჩაერევიან მოქმედი ხელისუფლებისა და საზოგადოების ნაწილის დაპირისპირებაში.
ამატორის ჰოკეის ლიგაში მონაწილე უკრაინულმა ჰოკეის გუნდმა „ბერკუტი2“ სახელი გადაირქვა და ეს „ბერკუტის“ მიერ კიევში გამოვლენილი სისასტიკის დასაგმობად გააკეთა.
პატიმრების მიმართ, ხელბორკილის გარდა, დასაშვები იქნება სხვა ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენებაც. ამ დრომდე არსებული კანონით, ბრალდებულისა ან მსჯავრდებულის მიმართ მხოლოდ ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება იყო შესაძლებელი.
ხარკოვში ევრომაიდნის მიტინგის მონაწილეებს დღეს ბეისბოლის ბითებით შეიარაღებული „ტიტუშკები“ დაესხნენ თავს, თუმცა, დამხდურებმა ისინი მოიგერიეს და გააქციეს.
ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრებილმა ევრომაიდნის მხარდაჭერებმა, სესაძლოა, შენობის შტურმი დაიწყონ. "ბერკუტელები" და მოსახლეობა ერთმანეთის პირისპირ დგანან.
გამოცემა „ნოვი რეგიონის“ კორესპონდენტი იური ზვეზდინი წერს, რომ სევასტოპოლში, ყირიმის ორ აეროპორტში ხელისუფლების მაღალი პირებისთვის განკუთვნილ თვითმფრინავებს ასაფრენი ზოლი გაუთავისუფლეს.
2004 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, რომელიც ფონდ „ქომაგის“ დამფუძნებელთა შორის იყო, ჯანდაცვის სამინისტროში, ერთ–ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა.
სერაფიმა და ალექსანდრე მიკირტიჩიანებმა, რომლებიც სოხუმში ცხოვრობენ, ახალშობილ გოგონას ოლიმპიადა დაარქვეს და ასე სოჭის ოლიმპიადის აღსანიშნავად მოიქცნენ.
გუშინ, გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც ევრომაიდნის აქტივისტებმა „უკრაინული სახლიდან“ გამოდევნეს ბერკუტელები, გავრცელებული ინფორმაციით, შენობის სახურავზე სნაიპერის საფარი იპოვეს.