ბორის ჯონსონი - დაწესებული შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებამ, შესაძლოა, დაავადების გავრცელების მეორე ტალღა და მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიჩინონ მოთმინება იზოლაციის წესების მიმართ, ვინაიდან ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკზე იმყოფება და დაწესებული შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებამ, შესაძლოა, დაავადების გავრცელების მეორე ტალღა და მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს.

>>>

შსს - საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია და მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია და მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან.

>>>

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული პაციენტებიდან ორის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული პაციენტებიდან ორის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

>>>

მამა დავით კობაიძეს, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა დავით კობაიძეს, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

>>>

ხათუნა ზახაშვილი - ხელთათმანების უთავბოლო ან არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, ზიანი მოგიტანოთ

ხელთათმანების უთავბოლო ან არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა ზიანი მოგიტანოთ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპრატამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

>>>

ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით ქალაქ ცხინვალის სიმბოლური სახელწოდება „სტალინირი“ იქნება

ოკუპირებული ცხინვალში გადაწყვიტეს, რომ ქალაქ ცხინვალის სიმბოლური სახელწოდება „ქალაქი სტალინირი“ იქნება.

როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში იუწყებიან ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შესაბამისი გადაწყვეტილება „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით“ მიიღო.

>>>

ევროკავშირი - მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე

მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სერვისებისა და ხელმისაწვდომი დახმარების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ოჯახების, ცალკეული ადამიანებისა და თემების პრობლემების შესამსუბუქებლად , - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობისა და საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების დაცვას კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში.

>>>

საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ევრობანკი კერძო სექტორისთვის ლარში დაფინანსებას ზრდის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ლარის ლიკვიდობის ხელშესაწყობად, საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) მხარდაჭერით, ადგილობრივ ვალუტაში კერძო სექტორისთვის დაფინანსებას ზრდის.

>>>

თურქეთმა კოვიდ 19-თან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პროვოკაციული ინფორმაციების გამოქვეყნების ბრალდებით 402 ადამიანი დააკავა

თურქეთმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პროვოკაციული ინფორმაციების გამოქვეყნების ბრალდებით 402 ადამიანი დააკავა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?