-
2020-04-28 18:59
„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეშია, „ქართველ ხალხს კი მისი ხელისუფლება არ პატრონობს და უმოწყალოდ ექცევა“.
„ცდილობენ, რომ საზოგადოების სიმპათია დაიმსახურონ, მაგრამ არ გამოსდით. ახლაც დგანან და ბრიფინგს ბრიფინგზე აკეთებენ იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთონ.
მივმართავ საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, გადაახვიეთ ფინანსთა მინისტრის გამოსვლა და მოუსმინეთ მის განცხადებას, თუკი რაიმეს გაიგებთ მისი მოუმზადებელი და ნაბოდვარი სიტყვებიდან იქნებ ჩვენც გაგვაგებინოთ!" , - აცხადებს გიორგი ვაშაძე.