უცხოეთი

სააკაშვილმა ოდესის ოლქში ლენინისა და სხვა სკკპ ლიდერების ძეგლების დემონტაჟის ბრძანება გასცა

მიხეილ სააკაშვილის ბრძანების თანახმად, ოდესის ოლქში შემავალ დასახლებულ პუნქტებში სსრ კავშირის ტოტალიტარული ლიდერების, სკკპ-ს თვალსაჩინო წარმომადგენელთა ძეგლებისა და ბიუსტების დემონტაჟი უნდა დაიწყოს.

>>>

ოფიციალური ბაქო 170 სომეხი სამხედროს დაღუპვის შესახებ იტყობინება

აზერბაიჯანის ტავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად იტყობინება, რომ ბოლო საათების განმავლობაში მოწინააღმდეგის 12 ერთეული ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა - 170-დე ჯარისკაცი გაანადგურა. 

>>>

დონბასში, თავიანთ დანაღმულ ველზე, ბოევიკები აფეთქდნენ - დაღუპულთა შორის ორი სნაიპერი ქალია

2 აპრილს დონბასში მოქმედი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები, რომლებიც მანქანით გადაადგილდებოდნენ, თავიანთ დანაღმულ ველზე აფეთქდნენ. შედეგად 7 სამხედრო დაიღუპა, მათ შორის ორი სნაიპერი ქალია. 

>>>

ხანძარი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობის ყველა სართულს მოედო: მეხუთე დონის საფრთხე გამოცხადდა

მოსკოვის ცენტრში, ზნამენკის ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს შენობის მესამე სართულზე გაჩენილი ხანძარი ხუთივე სართულს მოედო. ხანძარი მეხუთე კატეგორიის საფრთხედ გამოცხადდა. 

>>>

მთიან ყარაბაღში მხარეებს შორის შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენელთა განცხადებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები და აზერბაიჯანული მხარის განცხადება სიტუაციის დარეგულირებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სინამდვილეს არ ასახავს.

>>>

თურქეთის პრემიერმა ილჰამ ალიევს წარმატება მიულოცა და მხარდაჭერა გამოუცხადა

მთიან ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებთან დაკავშირებით, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხრიდან, თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავითოღლი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. 

>>>

ბარსელონაში საქართველოს მოქალაქემ პოლიციელს ესროლა

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც წარსულში ნასამართლევია და სასჯელს რუსეთის ერთერთ ციხეში იხდიდა, მისი შემოწმების მცდელობის დროს ბარსელონაში პოლიციელს მუცელში ესროლა და მიმალვა სცადა, რა დროსაც დააკავეს. 

>>>

ლატვიაში კრემლის პროპაგანდისტი მედიასაშუალება დახურეს

ლატვიაში რუსული სააგენტო Sputnik დახურეს. საინფორმაციო სააგენტოს ხელისუფლებამ განუმარტა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი მათ საქმიანობაშია. კერძოდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვა ქვეყნის სასარგებლოდ არასწორი ინფორმაციის რეგულარულად გავრცელებაში.

>>>

პაკისტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-დე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, საბავშვო პარკის შესასვლელთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-დე გაიზარდა, 280-ზე მეტი დაშავებულია. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. ადრე 53 დაღუპულის შესახებ გავრცელდა განცხადება. 

>>>

თვითმკვლელი-ტერორისტისა და მერკელთან სელფის გადამღები ლტოლვილის მსგავსებაზე სოცქსელებში წერენ

ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებული თვითმკვლელი ტერორისტისა და იმ სირიელი ლტოლვილის მსგავსებაზე, რომელმაც 2015 წლის სექტემბერში ანგელა მერკელთან სელფი გადაიღო, სოცქსელებსა და მედიაში წერენ. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !