
მოსკოვის ცენტრში, ზნამენკის ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს შენობის მესამე სართულზე გაჩენილი ხანძარი ხუთივე სართულს მოედო. ხანძარი მეხუთე კატეგორიის საფრთხედ გამოცხადდა.
ადგილზე მოძრაობა გადაკეტილია, განხორციელდა ევაკუაცია. მობილიზებულია რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო, ხანძრის ლოკალიზებას 30 სახანძრო ეკიპაჟი ცდილობს. ინტერნეტში ხანძრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები ვრცელდება.